"არჩევნებში ვართ, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე" - პრემიერი ოქრუაშვილზე

გამოქვეყნდა:

რა პოლიტიკურ ზეწოლაზე ხალხნო, თვითონ რაზეც უნდა იმაზე შეუძლია ისაუბროს - ასე ეხმაურება პრემიერ მინისტრი ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშრებით, შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე.

გიორგი გახარია ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე"

"არჩევნებში ვართ, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს არ შეუღზუდავს. არჩევნების ღირსეულად ჩატარება არ არის მხოლოდ ერთი პარტიის მიზანი, ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს. არჩევნებით შეაფასებენ ქვეყანას... არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას" ამბობს გიორგი გახარია 

ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს" - ამ შინაარსის განცხადება ოპოზიციამ დღეს გაავრცელა. განცხადებაში, რომელსაც ხელს ქვეყნის თითქმის ყველა ოოზიციური პარტია აწერს, საუბარია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი