კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა - ქალაქში 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის დროს კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის თავზე Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს. 

"მტერი დედაქალაქს Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალით უტევს, ჩართულია საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი", - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადმინისტრაცია მოქალაქეებს საჰაერო განგაშის დასრულებამდე თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი