ტაილანდის ყურეში სამხედრო გემი ჩაიძირა - 31 მეზღვაური უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

გამოქვეყნდა:

ტაილანდის ყურეში შტორმის დროს სამხედრო გემი ჩაიძირა. ტაილანდის საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ბორტზე 100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათგან 31 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ხელისუფლების განცხადებით, მათ ეკიპაჟის 75 წევრი გადაარჩინეს, თუმცა 31 პირი ამ დრომდე დაკარგულია.საზღვაო ძალების ინფორმაციით, სამძებრო-სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ორშაბათს გაგრძელდება.

"12 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ძებნას", - უთხრა BBC-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყება. 

"ეს თითქმის არასოდეს მომხდარა ჩვენი ძალების ისტორიაში, განსაკუთრებით გემზე, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურ გამოყენებაშია", - აღნიშნა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

შემთხვევა კვირას ღამით, მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რასაც მოკლე ჩართვა მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი