პაკისტანში რადიკალი ისლამისტები კონტრტერორისტულ ცენტრში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს

გამოქვეყნდა:

რადიკალმა ისლამისტმა მებრძოლებმა კვირას აიღეს კონტრტერორისტული ცენტრი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ბანუს რაიონში და მძევლები აიყვანეს სამთავრობო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

„გაურკვეველია, ტერორისტები თავს დაესხნენ გარედან, თუ მათ წაართვეს საბრძოლო მასალა თანამშრომლებს შიგნით“- განუცხადა ბანუს პოლიციის სპიკერმა მუჰამედ ნასიბმა Reuters-ს.

არსებული ინფორმაციით, შენობაში დაახლოებით 15 ისლამისტი იმყოფება. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ გადასვლა სურთ პაკისტანის მეზობელ ავღანეთში, რომელსაც თალიბები მართავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი