მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა "სააკაშვილის სიაზე", რომელშიც შევა ყველა ის ადამიანი, ვინც დაარღვია მისი უფლებები - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ენმ მაგნიტსკისა და კარამურზას სიის მსგავს სიაზე მუშაობს. ინფორმაციას ადასტურებს ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, სიაში შეყვანილი იქნება ყველა ის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაარღვია:

"მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა "სააკაშვილის სიაზე", რომელშიც შევა ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამრღვევი ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები, მათ შორის კადრების გასაჯაროებაში, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული, როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა." ამბობს დეკანოიძე.

ენმ-ში ჯერჯერობით არ საუბრობენ იმ კონკრეტულ გვარებზე, ვინც სიაში მოხვდება, თუმცა ამბობენ, რომ შეიყვანენ ყველას, ვისაც პირდაპირი, ან ირიბი შემხებლობა აქვს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე.

სიასთან ერთად, ენმ სტრასბურგში გადააგზავნის მესამე პრეზიდენტის ღირსებისშემლახავ კადრებს, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა ბოლო 1 წელიწადში რამდენჯერმე გაავრცელა, ასევე იმ სამედიცინო დოკუმენტაციას, სადაც საუბარია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი