ბელგოროდის გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინელებმა შებეკინსკის რაიონი დაბომბეს და 14 000 აბონენტი შუქის გარეშეა

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ინფორმაციას ავრცელებს, რომ შებეკინსკის ოლქი უკრაინელებმა დაბომბეს, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 "უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, შებეკინსკის ურბანულ რაიონში ელექტრომომარაგება შეფერხდა. დაახლოებით 14 000 მოსახლე რჩება ელექტროენერგიის გარეშე. სასწრაფო დახმარების ჯგუფები იწყებენ სარეზერვო დენის წყაროებთან დაკავშირებას", - წერს რეგიონის მეთაური. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი