ტორონტოში, საცხოვრებელ კორპუსში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ტორონტოს გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა, ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს

თავდამსხმელს პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა. უცნობია მისი ვინაობა, ასევე სროლის მიზეზი და მოტივი. პოლიცია მომხდარს იძიებს - ადგენენ არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი თავდამსხმელსა და მსხვერპლებს შორის.

შემთხვევა ტორონტოში გვიან ღამით მოხდა, სროლის შემდეგ კორპუსის მაცხოვრებელთა ევაკუაცია განხორციელდა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამჟამად ადგილზე საფრთხე აღარ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი