წინასწარ განსაზღვრული პროვოკაცია ოპოზიციის ლიდერების მისამართით - ვაშაძე კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ბათუმში, ენმ-ს წევრ გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. გიორგი ვაშაძე წერს, რომ გაკოტრებული ხელისუფლება გამოსავალს მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებაში ხედავს. 

"სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს ოპოზიციის წარმომადგენელზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა ტვ ფორმულას პირდაპირ ეთერში. 
ეს არის წინასწარ განსაზღვრული პროვოკაცია ოპოზიციის ლიდერებისა  და წარმომადგენლების მისამართით და დასტური იმის, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ხსნას და გამოსავალს მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებასა და კონფრონტაციაში ხედავს. 
მივმართავთ "ქართული ოცნების" ლიდერებს, დროზე შეაჩერონ სამოქალაქო დაპირისპირების  გაღრმავების ეს მცდელობა და თავდამსხმელის მიმართ გაატარონ კანონით გათვალისიწნებული ღონისძიებები!" წერს ვაშაძე.

ბათუმში, გიორგი კირთაძეს თავს, "ფორმულას" ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს დაესხნენ თავს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი