გიორგი კირთაძეს არაფერი დააკლდება, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ზიზღმა არ წალეკოს ქვეყანა - დეკანოიძე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ენმ-ის წევრ გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება: 

"კანდიდატის სტატუსს მივიღებთ 2022 წელს ქუჩაში კვერცხების სროლით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ.

გიორგი კირთაძეს არაფერი დააკლდება, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ზიზღმა არ წალეკოს ქვეყანა."- წერს ხატია დეკანოიძე

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

თავდამსხმელი, სავარაუდოდ, პუტინისტური "ალტ ინფოს" წევრია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, მათი ოფისი მდებარეობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი