ოცნება მდიდარია საკადრო რესურსით, საარჩევნო სიაში ახალი სახეები იქნებიან - ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ქართული ოცნება მდიდარია საკადრო რესურსით და პარტიას საარჩევნო სიაში ახალი სახეები ეყოლება. ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ სია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ბუნებრივია იცით, რომ ქართული ოცნება არის ძალიან მდიდარი ვიტყოდი საკადრო რესურსით. ჩვენ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მოაჟორიტარი ამა თუ იმ რეგიონში, ვინ იქნება პარტიულ სიაში. ჩვენ ეტაპობრივად ამას საზოგადოებას წარვუდგენთ. ორშაბათს იქნება მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა, სიასთან დაკავშიებით უფრო მოგვინებით. ახალი სახეები აუცილებლად იქნება და ყოველთვის არის. ჩვენ ყოველთვის წარვადგენთ ყველა პოზიციაზე ახალ ადამიანებს - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ამ თემაზე დღეს პრემიერმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მაჟორიტარობაზე არ უფიქრია და საზოგადოებამ სიასთან დაკავშირებით ცოტა კიდევ უნდა მოიცადოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი