მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე პროტესტის მცდელობისთვის Pussy Riot-ის წევრები დააკავეს

გამოქვეყნდა:

კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე რუს აქტივისტთა ჯგუფი, Pussy Riot-ის წევრები დააკავეს. ისინი მოედანზე შეჭრას უკრაინაში ომის გაპროტესტების, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისა და ირანში ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით ცდილობდნენ.

Cinema for peace Foundation-ის ინფორმაციით, დაცვამ დააკავა Pussy Riot-ის რუსი აქტივისტები ნიკა ნიკულშინა და პეტრე ვერზილოვი, ასევე ჯგუფის უკრაინელი აქტივისტი.

ორგანიზაციის ცნობითვე, აქტივისტები დაცვამ მანამ დააკავა, სანამ ისინი მოედანზე შეიჭრებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი