Twitter-ის მომხმარებლებმა მასკის გადადგომას მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნდა:

Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს ილონ მასკის გადადგომას პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან. გამოკითხვა სოციალურ ქსელში თავად მასკმა ჩაატარა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 17,5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო, მათგან 52.5%-მა მასკის გადადგომას მხარი დაუჭირა. გამოკითხვის შემდეგ მასკს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კენჭისყრის დახურვამდე მან თქვა, რომ ის შედეგებით იხელმძღვანელებს. 

იმ შემთხვევაში, თუ ილონ მასკი გადადგება სოციალური ქსელის დირექტორის პოსტიდან, ის მაინც დარჩება Twitter-ის მფლობელად. 

მასკმა კომპანია 44 მილიარდ დოლარად იყიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი