
უცხოელმა მწარმოებლებმა, რომლებიც პროცესორებს რუსი დეველოპერების დოკუმენტაციის მიხედვით აწარმოებდნენ, უარი თქვეს რუსეთში შეკვეთების წაღებასა და ჩიპების გადაზიდვაზე.
ქვეყნის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის, მაკსუტ შადაევის თქმით, წელს რუსეთში
მხოლოდ 15 000 პერსონალური კომპიუტერი და 8 000 სერვერი დამზადდა რუსულ პროცესორებზე, რაც დაგეგმილზე ბევრად ნაკლებია.
"წელს გაცილებით მეტი გვექნებოდა, რუსული პროცესორების ის პარტიები, ელბრუსი, ბაიკალი, რომლებიც შეკვეთილი და წარმოებული იყო, რომ გადმოეგზავნათ... ინტელექტუალური უფლებები და ყველა დოკუმენტაცია რუსულია, მაგრამ ტოპოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე, ასეთი საწარმოო ობიექტები არ არსებობს რუსეთში და ეს ყველაფერი უცხოურ ქარხნებში იყო შეკვეთილი" - ამბობს შადაევი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Baikal Electronics, MCST JSC და SPC Elvis JSC ჯერ აშშ-ს ექსპორტის კონტროლს ქვეშ მოექცნენ, შემდეგ კი ისინი SDN-სიაში შეიტანეს, რომელიც ნებისმიერი აქტივის დაბლოკვას და ტრანზაქციების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, რუსული ჩიპების მწარმოებლები ევროკავშირის მიერ 16 დეკემბერს დაწესებული სანქციების ქვეშ მოხვდნენ.