უკრაინელი ბავშვები სანტა კლაუსს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღს სთხოვენ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ლიდერების სამიტზე.

სიტყვით გამოსვლისას მან JEF-ის წევრი ქვეყნების - დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებს სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. 

"დღეს, წმინდა ნიკოლოზის დღეს რუსმა ტერორისტებმა უკრაინელ ბავშვებს ახალი თავდასხმები აჩუქებს. უკრაინელი ბავშვები წმინდა ნიკოლოზისადმი მიძღვნილ წერილში ითხოვენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, იარაღს და გამარჯვებას - გამარჯვებას მათთვის, ყველა უკრაინელისთვის. ჩვენ შვილებს ყველაფერი ესმით, მოდი ვიმოქმედოთ. ჩვენი გამარჯვება თითოეული თქვენგანის, ევროპის, თქვენი ხალხის გამარჯვება იქნება - გამარჯვება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი