მმართველი პარტიის მიერ, დაუსჯელობით წახალისებული ადამიანები პირდაპირ ეთერშიც არ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმას - დროა

გამოქვეყნდა:

პარტია „დროა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავად გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწყობილი პროვოკაცია - ნათქვამია პარტიის განცხადებაში დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში მოხდა.

 „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, უკვე ყოველდღიურობა გახდა კრიტიკულად განწყობილი და მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობა. მმართველი პარტიის მიერ, დაუსჯელობით წახალისებული ადამიანები დღისით, ქუჩაში, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმას.

მსგავსი პროვოკაციებით „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს თავისუფალი ადამიანების პროტესტისა და ბრძოლის შეჩერებას. მეტიც, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე გაუწევს წინააღმდეგობას „ოცნების“ რუსულ, ძალადობრივ მმართველობას." წერს "დროა"

კირთაძეს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელი, პოლიციას ის ამ დრომდე არ ჰყავს დაკავებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი