"რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს" | ნიკა მელიას განცხადება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ბათუმში, პარტიის წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება. ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპონენტებს თავს რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით ესხმის და ცდილობს, ისინი ფიზიკურად გაანადგუროს.  

მისივე თქმით, გიორგი კირთაძე არის ახალი პოლიტიკური ლიდერი, რომლის მიმართაც წყენა და შუღლი ვერავის ექნება. 

"ოლიგარქის ხელისუფლება ყალბ და ეფემერულ მშვიდობაზე საუბრობს საქართველოს დაუძინებელი მტრის, რუსეთის იმპერიის მიმართ და ამის პარალელურად თესავს არეულობას, მტრობას საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს უპირისპირდება რუსული და ბოლშევიკური მეთოდებით, რუსეთის დავალებით ებრძვიან თავისუფლებას და თავისუფალი აზრისა და ქმედების ნებისმიერ გამოვლინებას.

რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ, ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები. ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მათი გაგებით მშვიდობა არის მონობა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან და არა მხოლოდ ოპონენტებს. აწამებენ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს, გამოცხადებული აქვთ სიკვდილის ქრონიკა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ." - ამბობს ნიკა მელია

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი