
სამხრეთ აფრიკის სანაპირო ზოლზე, ქალაქ დურბანში, შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.
ადგილობრივი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ერთი მოზარდია.
დაშავებულებს ადგილზე სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
სამაშველო ოპერაცია 35-კაციანმა სამაშველო ჯგუფმა ჩაატარა. ინციდენტის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ირკვევა, რომ ტალღები იმდენად ძლიერი იყო, რომ სანაპიროზე მყოფი ადამიანები წყალში ჩაითრია.
მომხდარზე მწუხარება გამოთქვა ქალაქის მერმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.