თავდასხმა გიორგი კირთაძეზე | რა მოხდა ბათუმში და ვინ მონაწილეობდა ინციდენტში - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

თავდასხმა ოპოზიციაზე ე.წ ტიტუშკების გამოყენებით. ხელისუფლებამ დღეს მიზანში გიორგი კირთაძე ამოიღო, რომელსაც ვითომდა გაბრაზებული მოქალაქე მიუგზავნა. თავდამსხმელი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან მაშინ მიიჭრა, როდესაც ის პირდაპირ ეთერში იყო, დაუწყო გინება და დაუშინა კვერცხები.

თავდამსხმელს დანაშაულის სისრულეში მოყვანაში დაეხმარნენ ალტ-ინფოს თანამშრომლებიც, მათ კირთაძესა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თავდასხმაც ალტ-ინფოს ოფისის მახლობლად მოხდა, სავარაუდოდ ე.წ გაბრაზებული მოქალაქე, ალტ-ინფოს შენობიდან წინასწარ დაწერილი სცენარის განსახორციელებლად გამოუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს, უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება და უცნობია ისიც, დააკავეს თუ არა დამნაშავე სამართალდამცველებმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი