ჰააგის ისტორიული გადაწყვეტილება | "ოცნება" კრემლის პროპაგანდის მსხვრევით უკმაყოფილოა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ისევ დუმს და ცდილობს, კრემლი არ გააღიზიანოს. ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ლიდერები არათუ კმაყოფილების გამოხატვას,  ფაქტის აღიარებასაც კი ერიდებიან.

"ქართული ოცნების" მთავრობის ვიცე-პრემიერი უბრალოდ კითხვისთვის თავის არიდებას ცდილობს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ არაფერი იცის ისტორილი სასამართლო პროცესისა და გამოძიების შესახებ, რომელსაც 2008 წლის ომში ომის დანაშაულში ბრალდებულები უნდა გამოევლინა.

"ქართული ოცნების" არაერთმა ლიდერმა საკუთარი ქმედებით დღეს კვლავ გააჩინა კითხვები კოლაბორაციონიმისა ან არაპროფესიონალიზმის შესახებ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი