
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ, რუსეთი კი მათ სანქციების საპასუხოდ ისევ ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა Unian წერს.
ცნობილი ხდება, რომ შეთანხმება რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა - ფასის ზედა ზღვარი კი მეგავატ საათზე 180 ევრო განისაზღვრა. სავარაუდოდ, ეს ცვლილება 15 თებერვლიდან ამოქმედდება.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი. პესვოკის თქმით, რუსეთი საპასუხო ზომებს მოამზადებს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.
ცნობისთვის, გაზის ფასის ლიმიტის შეთანხმება ასევე გულისხმობს ზომების ფართო პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკაზე მაღალი ფასების შეზღუდვას. გაზისა და ელექტროენერგიის ფასები რეკორდულად 2022 წლის დასაწყისში მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა ბუნებრივი აირის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება რადიკალურად შეამცირა.