
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ომში მონაწილე რუს სამხედროებს ყირიმში მიწები გადასცეს.
პუტინის განკარგულების მიხედვით, ომის მონაწილეებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში "გამოირჩეოდნენ", უფასო მიწის ნაკვეთებს მოსკოვის, ყირიმის და სევასტოპოლის გარეუბანში გადასცემენ.
არსებული ინფორმაციით, განკარგულებას ხელი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა 19 დეკემბერს მოაწერა.