ანტიდასავლურ რიტორიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე, აფხაზეთში, საოკუპაციო რეჟიმიც იმეორებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რიტორიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საოკუპაციო რეჟიმიც იმეორებს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი "სახალხო მოძრაობის" ლიდერის, ადგურ არძინბას თქმით,  საქართველოში გარკვეულ ძალებს, ვითარებით სარგებლობა და უკრაინის ომის პარალელურად, მეორე ფრონტის გახსნა სურთ, ამიტომ აფხაზეთში "სრულმასშტაბიანი სამობილიზაციო მომზადება" მიმდინარეობს.

"კონფლიქტი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ხოლო ამის თავიდან აცილების მთავარი გარანტია ამ კონფლიქტისთვის მომზადებაა. საქართველოში არიან გარკვეული ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროა ამჟამად არსებული ვითარებით სარგებლობა და მეორე ფრონტის გახსნა, მათ მხარს უჭერენ რიგი დასავლური ქვეყნები. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც საქართველოში ხდება. ამიტომ ამ დროისთვის, მთელ აფხაზეთში მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მომზადება. ჩვენს ბატალიონში არიან ადამიანები, რომლებსაც თანამედროვე ომის პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, მათ შორის უკრაინაში", - თქვა ადგურ არძინბამ.

მანამდე ანალოგიური განცხადება ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. ინალ არძინბამ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ,"მეორე ფრონტი" გახსნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი