ნოემბრიდან 13 რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს - კუროპტევი

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კავკასიაში "ფონდ თავისუფალი რუსეთის'' ხელმძღვანელი, იგორ კუროპტევი საქართველოს საზღვარზე რუსების არშემოშვებას ეხმაურება და ამბობს, რომ პირველი ნოემბრიდან საქართველოში 13 ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველები და ჟურნალისტები არ შეუშვეს.

მისი თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს 21 წლის რუსი აქტივისტი საველ ფროლოვი, მას შემდეგ კი რაც ის რუსეთში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს.

"პირველი ნოემბრიდან 13 ადამიანი უფლებადამცველები და ჟურნალისტები არ შემოუშვეს, მათგან 8 მუდმივად ცხოვრობს აქ, ოჯახები ჰყავთ, ბინები აქვთ. მახსოვს "ოცნების" წარმომადგენელი ამბობდა, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეიძლება, რადგან იქიდან ჩამოსული დისიდენტები და აქტივისტები რუსეთის ხელისუფლებისგან იცავენ თავსო, მაგრამ ახლა საწინააღმდეგო სიტუაცია მივიღეთ. რამდენიმე ათასი ადამიანია, რომლებიც იდევნებიან რუსეთში და საქართველოდანაც ვეღარ გადიან ფონდებისა და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებულ ღონისძიებებზე, რადგან არ იციან შემოუშვებენ თუ არა უკან. თავიდან ვფიქრობდი, რომ რუსეთიდან შემოსულ პირებს აკონტროლებდნენ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ზეწოლის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვხედავ", - თქვა იგორ კუროპტევმა, სამხრეთ კავკასიაში ფონდ თავისუფალი რუსეთის ხელმძღვანელმა. 

 კუროპტევი მიმართავს ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს ამ ვითარებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი