კითხვები არ დასმულა. ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს, - ამის შესახებ თითქმის ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ანა გაბეჩავამ ისაუბრა.
მისი ადვოკატიც ამბობს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა სოციალური ქსელის შემოწმება.
სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა სოციალური ქსელის შემოწმება, თავიდან ბოლომდე დათვალიერება. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს იყო. კითხვები არ დასმულა არაფერი, - თქვა ლიკა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით, სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა და ამის შემდეგ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა. მისი ცხედარი არაგვში ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა - შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან დღემდე, "მთავარი არხი" და ნიკა გვარამია საკითხს აქტიურად აშუქებს - აჩვენებს პროკურატურის მიერ გადამალულ კადრებსაც. ამის გამო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სასამართლოშიც გამოიკითხა.