$44,9 მლრდ უკრაინისთვის, $40,6 მლრდ NATO-ს სხვა პარტნიორებისთვის - კონგრესი სამთავრობო დაფინანსების ბიუჯეტის პროექტს წარადგენს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი სამთავრობო დაფინანსების ახალ ბიუჯეტს წარადგენს, რომლის მოცულობაც 1,7 ტრილიონი დოლარი იქნება

როგორც გამოცემა Reuters წერს, წინა წელს ბიუჯეტი $1,5 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

ახალი ბიუჯეტი მოიცავს უკრაინისა და NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44,9 მილიარდი დოლარი,  NATO-ს სხვა პარტნიორ ქვეყნებს კი 40,6 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან, რათა მათ შეძლონ და გაუმკლავდნენ ბუნებრივი კატაკლიზმებით ან სხვა პრობლემებით გამოწვეულ კრიზისებს.

ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა, $858 მილიარდი დოლარი სამხედრო სექტორისთვის იქნება გამოყოფილი, რაც 118 მილიარდი დოლარით უფრო მეტია, ვიდრე წინა წლის ბიუჯეტი.

სენატის ლიდერები აპირებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი კვირის ბოლომდე დაამტკიცონ და ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაუგზავნონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი