ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, ჩემი შარში გახვევა უნდათ - ნარკოტიკების ჩადება მარნეულში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ტერორი ოპონენტების წინააღმდეგ - ალიევების ოჯახი მარნეულში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც წუხელ სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ნარკოტიკული ნივთიერება უამრავი თვითმხილველის თვალწინ, თავხედურად დადეს. ეს პროცესი იქ მყოფმა ერთ-ერთმა მოწმემ ტელეფონით გადაიღო

ალიევები ამბობენ, რომ ეს მარნეულში მოსახლეობის დაშინებისა და პოლიტიკური ტერორის დასაწყისია, რადგან ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ალიევების ოჯახი ოპოზიციის მხარდამჭერია და ნარკოტიკებით აღჭურვილი სამართდლამცველები, სწორედ ამიტომ მიუგზავნეს. 

მე ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ. სწორედ ამიტომ უნდათ ჩემი შარში გახვევა. ამ მიზნით ნარკოტიკების ჩადება სცადეს, თუმცა ჩვენ ფაქტზე წავასწარით და გადაღებაც შევძელით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არაერთხელ მითხრეს, რომ მათ პარტიაში გადავსულიყავი, ფულიც კი შემომთავაზეს, მე უარი ვუთხარი. სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩემს დასჯას, - ამბობს ალიევის ოჯახის ერთ-ერთი წევრი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულის ერთ-ერთ სოფელში პოლიცია მოქალაქეებს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალება ჩაუდო. შესაბამისი ვიდეომასალა "ფეისბუქის" პირად გვერდზე რაშან ზიადალიევმა გამოაქვეყნა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი