ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მოსკოვში და მინსკში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყების "პრესსამსახური" ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "ინალ არძინბა მოსკოვში და მინსკში თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განსახილველად გაემგზავრა".
აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ბელარუსი აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის "დამოუკიდებლობას" არ აღიარებს, ამიტომ უცნობია შეხვდებიან თუ არა არძინბას ამ ქვეყნის ხელისუფლების წევრები.
შეხვედრების შესახებ დამატებით ინფორმაციას არც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.