"ცენტრ ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მესამე პრეზიდენტთან დაკაშვირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მცდლობაა დააშინოს და ზეგავლენა მოახდინოს დამოუკიდებელ ექსპერტებსა და მედიაზე.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ უწყება მათ თავს ესხმის.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება არის უბადრუკი მცდელობა დააშინოს და ზეგავლენა მოახდინოს დამოუკიდებელ ექსპერტებსა და თავისუფალ მედიაზე. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეფექტურად აწარმოოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოითხოვოს პატიმრისადმი მტრულად განწყობილი, პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება გამოძიების დამთავრებამდე. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურ კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაბრუნდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ჩარჩოში და თავი დაანებოს საზოგადოების დეზინფორმირებასა და ცენტრ "ემპათია" -ზე თავდასხმას. ამ უწყებას, როგორც პროცესის მონაწილე მხარეს, ვაცნობებთ, რომ ცენტრი "ემპათია" და მისი ექსპერტები არიან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის სუბიექტები და თავის განცხადებებსა თუ საექსპერტო დასკვნებს ვერ შეუთანხმებენ პროცესის მხარეს", - წერს ჯიშკარიანი.
"ემპათია" პენიტენციურის დაქვემდებარებაში ან კავშირში მყოფ სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, განაცხადონ, ყველა არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შესახებ, თუკი ასეთს ისინი შეესწრნენ ან/და მათთვის ცნობილი გახდა.