პარლამენტში ანი წითლიძე ექიმმა მოინახულა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ექიმმა ანი წითლიძე მოინახულა. მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ხვალ წითლიძეს ანალიზებს გაუკეთებენ.

ენმ-ს დეპუტატი დღეს თავს ცუდად გრძნობს. ის უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს და დღეს, კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. წითლიძესთან ექიმს საკანონმდებლო ორგანოში დილიდან ელოდებოდნენ.

შეგახსენებთ, ენმ-ს სამი დეპუტატი- დავით კირკიტაძე, თემურ ჯანაშია და ანი წითლიძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და თითქმის 1 კვირაა საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობენ. 

მოშიმშილეები დღეს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს. საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა გიგი უგულავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი