Единая Россия რუსეთიდან წასულებისთვის დისტანციური მუშაობის აკრძალვას გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს ხელმძღვანელის მაკსუტ შადაევის თქმით, 2022 წლის დასაწყისიდან რუსეთი 100 ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა, რაც რუსული IT კომპანიების დასაქმებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ია.

"თუ ავიღოთ IT სპეციალისტების წასვლის ორი ტალღა, IT კომპანიების თანამშრომლების 10%-მდე დატოვა ქვეყანა და არ დაბრუნდა... ბევრი დაბრუნდა,  მაგრამ თუ მთლიანობაში თუ აიღეთ, დაახლოებით 100 ათასი IT სპეციალისტი  ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება" - ამბობს შადაევი

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, ბევრმა ადამიანმა დაიწყო რუსეთის დატოვება.  შემოდგომაზე, როდესაც პუტინმა სამხედრო მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო,  წასულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

"Единая Россия" აპირებს სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს დისტანციურ მუშაობას მათთვის, ვინც დატოვა რუსეთი და დაკარგა საგადასახადო რეზიდენტობა. აკრძალვას დაქვემდებარებული პროფესიების საბოლოო ჩამონათვალს მთავრობა დაადგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი