სასიკვდილო ნივთიერება მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში | ვინ და რატომ გამოთქვა მოსაზრება მესამე პრეზიდენტის პოლონიუმით მოწამვლის შესახებ

გამოქვეყნდა:

სასიკვდილო ნივთიერება მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში - ვინ და რატომ გამოთქვა მოსაზრება მესამე პრეზიდენტის პოლონიუმით მოწამვლის შესახებ? სააკაშვილის ადვოკატი დღეს ხმამაღლა მოითხოვს, რომ პოლიტპატიმარ მესამე პრეზიდენტს სპეციალური ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდეს და ამ კვლევის მიზანი სწორედ პოლონიუმის კვალის აღმოჩენაა.

ეს ტესტირება ყველა შემთხვევაში საზღვარგარეთ უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ქართულმა კლინიკებმა ადვოკატს დაუდასტურეს, რომ საქართველოში პოლონიუმის აღმოჩენა ტექნიკურად შეუძლებელია. ეს უკიდურესად მომწამვლელი ნივთიერებაა, რომლის ნებისმიერი დოზა ადამიანისთვის სასიკვდილოა და მისი კვალის დადასტურებას ორგანიზმში მაღატექნოლოგიური გამოკვლევა სჭირდება. 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი