გახელაძემ "მესაზღვრის" მიმართულებით, სულ მცირე, ხუთჯერ გაისროლა - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამხედრო პროკურორი

გამოქვეყნდა:

გახელაძემ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და ერთ-ერთი "მესაზღვრის" მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამხედრო პროკურორი ტიგრან კაბულოვი საუბრობს. ამბობს იმასაც, რომ ზაზა გახელაძე ამ ეტაპზე კარანტინშია.

გახელაძემ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და თან თოფი ჰქონდა. მესაზღვრეებმა ის შენიშნეს და შეჩერება უბრძანეს, გახელაძემ კი მიმალვა სცადა და მან მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, სცადა გაქცევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით სულ მცირე, ხუთჯერ გაისროლა. მესაზღვრეებმა გახელაძე დააკავეს და კარანტინში გადაიყვანეს, რომ დადასტურდეს, კორონავირუსით ინფიცირებული არ არის და მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა, - ამბობს ე.წ პროკურორი ტიგრან კაბულოვი. 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან ორი დღის წინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, შედეგად კი გახელაძე ფეხში დაიჭრა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი