24 სთ პირდაპირ ეთერში დანაშაულის ჩამდენი პირის დასაკავებლად | თავდასხმა ოპოზიციის წევრზე და წახალისებული ძალადობა

გამოქვეყნდა:

დაუსჯელი და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა - იოსებ სირაბიძე, თავდამსხმელი, რომელმაც გიორგი კირთაძის შეურაცხყოფა სცადა, იდენტიფიცირებულია. პოლიციას მის ამოსაცნობად და პირდაპირ ეთერში ჩადენილი დანაშაულის გამო დასაკავებლად 24 საათი დასჭირდა, მედიამ კი მოძალადე ეგრევე ამოიცნო.

"ალტ ინფოს" აქტიური მხარდამჭერი, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების და ჟურნალისტებზე თავდასხის აქტიური მონაწილე - ახლა მას სამწლიანი საპატიმრო ელის. სირაბიძე განყოფილებაში ხელბორკილით მიიყვანეს და გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით მიმდინარეობს. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი