ზელენსკის მიმართვა "ოცნებას" | დათანხმდება თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ოფიციალური მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას. უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გადაცემას ითხოვს. ოფიციალური კიევი მზად არის მესამე პრეზიდენტი მიიღოს და საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადასარჩენია - ახლა არჩევანი საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალის გასაკეთებელია. 

ზელენსკის მიმართვა დღეს "ოცნების" ხელისუფლების კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. უკრაინის პრეზიდენტს მმართველმა გუნდმა ერთიანი სამთავრობო გზავნილით უპასუხა. რიტორიკა უცვლელია - უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტი სურს და მიხეილ სააკაშვილიც ქვეყანაში საგანგებო მისიით ჩამოვიდა.

ოპოზიციისთვის ივანიშვილის პოლიტიკური კლანის განცხადებები ნაცნობი, გეგმა მარტივად პროგნოზირებადია, ხელისუფლება მიზანმიმართულად ართულებს მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობას და საკუთარ შურიძიებას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი