"უდიდესი ალბათობით, ჯოხს გადატეხავენ ამ ერთ ადამიანზე... წარმოუდგენელია იმ ხალხის გამოვლენა, ვინც გასცემს დავალებებს" | კირთაძე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"უდიდესი ალბათობით, ჯოხს გადატეხავენ ამ ერთ ადამიანზე... წარმოუდგენელია იმ ხალხის გამოვლენა, ვინც გასცემს ამ ტიპის დავალებებს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს და მასზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებას ეხმაურება.

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აპირებს ჯოხის მთლიანად გადატეხვას ამ ერთ ადამიანზე, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი მიზანი. რა თქმა უნდა, იქვე, საგამოძიებო უწყებებში, კრიმინალურ პოლიციაში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ძალიან ღიად დავაფიქსირე, რომ ჩვენი მიზანი არის ამ ყველაფრის ორგანიზატორების გამოვლენა. იმ ადამიანების, ვინც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში სიძულვილსა და ზიზღს აღვივებს, აწყობს პროვოკაციას, ცდილობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუშალოს აქტიური სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში და ა.შ. ამის იმედი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, წარმოუდგენელია როცა მაღალჩინოსნები გასცემენ დავალებას და მერე მათი თანამშრომლები ამ საქმეს იძიებენ და საქმე ჯეროვნად იქნეს გამოძიებული. ეს მოლოდინი არ მაქვს და ეს პირდაპირ ვუთხარი გამომძიებლებს... წარმოუდგენელია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ბოლომდე მიყვანაში ვგულისხმობ რა თქმა უნდა იმ ხალხის გამოვლენას, ვინც გასცემს ხოლმე ამ ტიპის დავალებებს. მარტივად რომ ვთქვა, არ მაქვს მოლოდინი რომ ეს საქმე იქნება ჯეროვნად გამოძიებული. უდიდესი ალბათობით, ჯოხს გადატეხავენ ამ ერთ ადამიანზე, - ამბობს კირთაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი