თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. თალიბანის უმაღლესი განათლების მინისტრმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა, რომ აპირებენ, რომ მდედრობითი სქესის სტუდენტებს სტატუსი შეუწყვიტონ
რადგან, უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი ცალკეული კლასების უზრუნველსაყოფად.

მანამდე კი, ხელისუფლებამ, ნოემბერში, ქალებს ქაბულის პარკებში გასვლა აუკრძალა იმ მიზნით, რომ იქ ისლამური კანონები არ სრულდებოდა. 

"გაცნობებთ, დაუყონებლივ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება და დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე შეაჩეროთ სწავლა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, უმაღლესი განათლების აკრძალვამდე ორი თვით ადრე, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქალმა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა ჩააბარა, ხოლო მათ შეეძლოთ უნივერსიტეტში სწავლა იმ შემთხვევაში, თუ მათი ლექციები და სხვა საკლასო აქტივობები ცალკე შენობაში ჩატარდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი