ივანიშვილიზმი საქართველოში, ეს არის ანომალია - არმაზ ახვლედიანი

გამოქვეყნდა:

დღეს, საქართველოში მმართველობის სტილი, თავიდან ბოლომდე კრემლისეულია. ივანიშვილი ანომალიაა, - ამის შესახებ გადაცემაში "დღის სტუმარი" ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა.

ახვლედიანი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მმართველობის სტილი ყველანაირად უწყობს ხელს, რომ საქართველო ნორმალურ სახელმწიფოდ არ შედგეს. მისივე თქმით, ოპოზიციისა და საზოგადოების გაერთიანება მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გათავისუფლდეს მტრისგან, რომელმაც ქვეყანა დააბეჩავა, ჩაიჯიბა და დაამონა.

დღეს ოპოზიციისა და საზოგადოების გაერთიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ მზაკვარი მტერისგან. ადამიანი, რომელმაც მოახერხა და საქართველო ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად, ყველანაიად დააბეჩავა, ჩაიჯიბა და დაამონა. ადამიანმა წერტილი დაუსვა საქართველოს განვითარებას. ივანიშვილიზმი საქართველოში ეს არის ანომალია, - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

შეგახსენებთ, რომ არმაზ ახვლედიანმა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 2016 წლის 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ "ოცნებაში" ფარისევლობა და ფასადურობაა გამეფებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი