ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, რომელმაც ვივა მედში, დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, ამბობს, რომ მდგომარეობა უცვლელად მძიმეა, რადგან მის გამოსასწორებლად არც არაფერი კეთდება:
"დღევანდელი დღე არის ძალიან სევდიანი, როდესაც ქვეყანა, რომელსაც მიზეზი აქვს დიდი ზეიმის, ვგულისხმობ ჰააგაში გამართლებული მთავარსარდლის კლინიკაში ხილვა, რომელიც ტუსაღია დღეს პუტინის, ამ ვითარებაში ხვდება დღეს თავის დაბადების დღეს, ეს არის ერთი ძალიან სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის." ამბობს ხერხეულიძე.
მისი თქმით, ხვალ თუ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა სასამართლოში მონაწილეობის მიღების უფლება, საზოგადოება იხილავს "ტკივილებისგან დატანჯულ მესამე პრეზიდენტს", რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.