30 ყალბი ანგარიში და 12 ყალბი ფეისბუქ მომხმარებელი - ტროლების მობილიზება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

30 ყალბი ანგარიში და 12 ყალბი ფეისბუქ მომხმარებელი - "ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ტროლების ახალი მანქანა აამუშავა. "მითების დეტექტორმა" დაადგინა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები, სხვისი მონაცემებითა და ფოტოებით, სოციალურ ქსელებში  ლანძღავენ მესამე პრეზიდენტს და წერენ, რომ ის სიმულიანტობს და იმსახურებს იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც იმყოფება.

ყალბი ანგარიშები

  • 30 ყალბი ანგარიშიდან 25 სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 5 კი იდენტობას მალავს;
  • 30-დან 19 ანგარიშს მოწონებული აქვს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ფეისბუკ-გვერდები, მათგან შვიდი პირად პროფილზე აზიარებს პოსტებს ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის ფეისბუკ გვერდებიდან; 
  • 30-დან 10 ანგარიშს მოწონებული აქვს ოპონენტების მადისკრედიტირებელი ფეისბუკ-გვერდები;
  • 30-დან 15 ანგარიშს სხვა ტროლები ჰყავს მეგობრებში;
  • 14 ყალბი ანგარიში დისკრედიტაციის კამპანიებში ადრეც იყო ჩართული;
  • 12 ყალბი ანგარიში კომენტარებს სხვადასხვა პოსტზე ტოვებდა.

ფეისბუკ გვერდები:

  • 12 ფეისბუკ-გვერდიდან  (პოლიტიკური აბსურდი,  პოლიტიკური სამარე N5, ტერენტი გლდანელი, სირცხვილის კოროდორი, მოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი, არ აგარევინებთ, ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails, რეალობა, სიკვდილის პარტია, მიხეილ უკრაინოლოგი, Shalva ნათელაშვილის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკა)12-ვე  ანტიოპოზიციური შინაარსის პოტებს ავრცელებს და “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს;
  • 1 ფეისბუკ გვერდი (სიკვდილის პარტია) ახლადშექმნილია;
  • 4 ფეისბუკ გვერდზე იდენტური ქარდი ერთსა და იმავე დროს გავრცელდა;
  • ორი ფეისბუკ გვერდის (პოლიტიკური აბსურდი, არ აგარევინებთ) მიერ გავრცელებული პოსტები დასპონსორებულია.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი