დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მთავრობას კითხვით მიმართა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ლორდთა პალატის წევრმა, ოფიციალური კითხვით მიმართა ბრიტანეთის მთავრობას, რა პოზიცია იქნა გაცხადებული საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობისა და მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ.

დანიელ ჰანანის კითხვის შინაარსი მოიცავს იმასაც, რა გეგმები აქვთ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

კითხვაზე პასუხი საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა უნდა გასცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი