რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებული სხდომა გამართა - შეხვედრა რუსულმა სამთავრობო მედიასაშუალებებმა გააშუქეს.
РИА Новости-ის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს შეიარაღებული ძალების 2022 წლის საქმიანობა და გამოკვეთეს ამოცანები 2023 წლისთვის.
"რუსეთის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებენ ნატოს წვერი ქვეყნების პოტენციალს. ამის მიუხედავად ჩვენი არმია წარმატებით იბრძვის და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ჩვენი არმიის სამხედრო შესაძლებლობები იზრდება და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული ნატოს შეიარაღების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვფლობთ - ამასთან დეტალურად უნდა გამოვიკვლიოთ ყველაფერი და ზუსტი ანალიზი გავაკეთოთ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის ფარგლებში ჩვენმა არმიამ წარმოუდგენელი გამოცდილება მიიღო. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ამას ერთვის სირიაში მიღებული გამოცდილებაც. მინდა ყურადღება გავამახვილო არმიის დაფინანსებაზე. მთავრობა არმიას შეზღუდვების გარეშე აფინანსებს და ვიმედოვნებ რომ შედეგიც შესაბამისი იქნება. რუსული არმია წარმატებით იბრძვის და სპეციალური სამხედრო ოპერაციით გათვალისწინებულ გეგმას ეტაპობრივად მიჰყვება",- თქვა პუტინმა.
რუსული მედია წერს, რომ სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პუტინმა ე.წ.სპეცოპერაციაში [ასე უწოდებს ომს უკრაინაში პუტინი] მონაწილე ჯარისკაცებსა და ოფიცრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა დასახული ამოცანა შესრულდება. გამგეობის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ ოკუპანტთა ხსოვნას.