მიხეილ სააკაშვილი რთულ ვითარებაში 55 წლის იუბილეს აღნიშნავს - ანდრეი ერმაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქეს სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს:

"მიხეილ სააკაშვილი რთულ ვითარებაში 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს ძალას, სიმტკიცეს და სწრაფად გამოჯანმრთელებას. დაე, ყველა თქვენი უბედურება წარსულში დარჩეს, რაც შეიძლება მალე." წერს ერმაკი  ტვიტერზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი