
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინ პინს შეხვდა.
მედვედევის თქმით, მათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და უკრაინაში ომის საკითხები განიხილეს, დამატებით დეტალებზე მას არ უსაუბრია.
"განვიხილეთ თანამშრომლობა ჩინეთისა და რუსეთის მმართველ პარტიებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის ეკონომიკა და სამრეწველო წარმოება. ასევე განვიხილეთ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტი", - თქვა მედვედევმა.
რუსეთმა ჩინეთისკენ სწრაფვა დასავლეთის სანქციების შემდეგ დააჩქარა. რუსეთი ცდილობს გააძლიეროს მჭიდრო ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირები და ის ანტიდასავლურ კოალიციაში სი ძინ პინს პოტენციურ მოკავშირედ ხედავს.