5 კანდიდატიდან ჩვენმა ოპონენტებმა არცერთს არ დაუჭირეს მხარი, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ რომ ერთი აერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება. ჩვენმა ოპონენტებმა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ. 

იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც. 32 კანდიდატია წარმოდგენილი და უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ ნახევარს მაინც ამ კანდიდატებიდან, მხარი დავუჭიროთ, ანუ 16-მდე კანდიდატს შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი. არცერთ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერის მზაობაც არის ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის. როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, მაინცდამაინც 2 კანდიდატზე რომ არიან ჩამოყალიბებული, აქაც ირკვევა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების გარდა, სხვაზე საუბარს არ აპირებენ. 

5-6 კანდიდატია, ვისზეც საუბრობენ - აბაშიძე, ბურჯანაძე და ა.შ. ერთი გადაკვეთის წერტილიც კი არ აღმოჩნდა. ამიტომ ვუწოდებთ ამას, მათი მხრიდან ულტიმატუმს"

აცხადებს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი