რამდენიმე საათი ზელენსკისა და ბაიდენის ისტორიულ შეხვედრამდე | უკრაინის პრეზიდენტი უკვე აშშ-შია

გამოქვეყნდა:

თავისუფალი სამყაროს ლიდერების ისტორიული შეხვედრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია. მთავარი პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერების პირისპირ შეხვედრა თეთრ სახლში ცოტა ხანში დაიწყება, ზელენსკი ასევე მიმართავს კონგრესს. 

ტერორისტი რეჟიმის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის პირველმა პირმა ქვეყანა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტები მოლაპარაკებებზე ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას განიხილავენ და სამომავლო დახმარებაზეც იმსჯელებენ. სავარაუდოდ დღესვე გაკეთდება ოფიციალური განცხადება შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის, დამატებით ორ მილიარდამდე ღირებულების დახმარების შესახებაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი