დღემდე ვერ გაბედეთ, რომ ზელენსკის მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის - სამადაშვილი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

პარლამენტში დეპუტატი, სალომე სამადაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის კონგრესში გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყნის სირცხვილია, რომ საქართველოს პარლამენტისთვის მას სიტყვით დღემდე არ მიუმართავს. 

სამადაშვილმა თქვა, რომ "ლელო" ამ ინიციატივით ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გამოვიდა.

"ქვეყნის სირცხვილია, პარლამენტის სირცხვილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ლელო" გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო სიტყვით გამოსვლისთვის ჩვენ პარლამენტში, ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, თქვენ დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება და დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით გამოსვლისთვის", - თქვა სამადაშვილმა. 

მას პაპუაშვილმა უთხრა, რომ ამ გამოსვლაზეც ეტყობა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნამდვილი მეგობარია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი