აშშ-დან კიევისკენ მიმავალ გზაზე, საუკეთესო სამინისტროს ვუძღვები, რომელსაც სახლში მთავარი დიპლომატიური გამარჯვება მიაქვს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს და იხსენებს, როგორ დაიწყო მისი კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2003 წელს:

საგარეო საქმეთა სამინისტროში 2003 წელს მოვედი. გამხდარი, გრძელი თმით და დიდი მონდომებით. არ ვიცოდი, რომ ერთ დღეს მინისტრი გავხდებოდი, მაგრამ პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ მიყვარდა ეს საქმე.

19 წლის შემდეგ, აშშ-დან კიევისკენ მიმავალ გზაზე, საუკეთესო სამინისტროს ვუძღვები, როგორც პრეზიდენტის დიპლომატიური გუნდის ნაწილი, რომელსაც სახლში მთავარი დიპლომატიური გამარჯვება მიაქვს.

აღარ ვარ ისეთი გამხდარი, მოკლე თმებით, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს ეს საქმე, რადგან ვიცი, რომ უკრაინელებს და უკრაინის სახელმწიფოს უზარმაზარ სარგებელს მოაქვს, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ პროფესიულ დღეს, მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ჩვენს დიდ დიპლომატიური გუნდს, ვისაც უყვარს ეს საქმე და გასწია შრომა.

დღეს დიპლომატი არ არის მხოლოდ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელი. ეს არის ყველა, ვინც ნებისმიერ თანამდებობაზე თუ თანამდებობის გარეშე მუშაობს მსოფლიოსთან უკრაინის გულისთვის, რომ მისცეს უკრაინას იარაღი და ტრანსფორმატორები, რათა აგრესორი სრულ იზოლაციაში მოაქციოს, ვინც მუშაობს უკრაინის ევროკავშირში და ნატოში შესაყვანად, ჩვენი ხალხის დასაცავად, რათა გავხსნათ ახალი ჰორიზონტები ჩვენი სახელმწიფოსთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის.

ახლა ის დროა, როცა ყველამ ცოტა მეტი უნდა გააკეთოს. იმაზე მეტი ვიდრე შეგვიძლია. ვიყოთ უფრო მამაცები, ვიდრე წარმოგვიდგენია. 

იარეთ წინ, ყველაფრის მიუხედავად. იმუშავეთ მხოლოდ შედეგისთვის.

ძლიერი და ბოროტი მტრის დასამარცხებლად საჭიროა სუპერძალები, ჩვენ გვყავს ისინი, რადგან უკრაინელი დიპლომატები ვართ." წერს დმიტრო კულება.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი ზელენსკი გუშინ აშშ-ში ჩავიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდა და ამერიკის კონგრესს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში დმიტრო კულებაც იმყოფებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი