ვიდრე უკრაინა მოგვიწოდებს ომის გაჩაღებისკენ, მანამდე იქნება ხინჯი ურთიერთობებში. ბოდიში მოიხადეს დანილოვმა ან პოდოლიაკმა? - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან ბოდიშს ითხოვს იმ განცხადებების გამო, რომლითაც მისივე თქმით, ისინი საქართველოს "ომში ჩართვას" მოითხოვდნენ:

"მათ უნდა თქვან უარი ომისკენ მიმართულ რიტორიკაზე. ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ ჩვენ, საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე იქნება ხინჯი ურთიერთობებში.
ბოდიში მოიხადეს ან დანილოვმა, ან პოდოლიაკმა ან სხვებმა? ისინი არიან ყველაზე დაახლოებული პირები პრეზიდენტთან. არც ერთს არ მოუხდია ბოდიში, არც ერთს არ წაუღია სიტყვები უკან. შესაბამისად, ეს სიტყვები ძალაშია" ამბობს კობახიძე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის, "სოლიდარობის აქტია" გუშინ, ზელენსკის მიღება თეთრ სახლში: 

"ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ეს იყო სოლიდარობის აქტი, რომელიც გამოხატულ იქნა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ორდესაც საქმე ეხება ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებს" ამბობს კობახიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი