კადიროვის თქმით, "ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის" პუტინისგან ჯილდო მიიღო

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს "დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის", ჯილდო გადასცა - ამის შესახებ ინოფრმაციას Telegram-ის არხში კადიროვი თავად ავრცელებს.

"მეგობრებო! რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ჩემი დიდი წვლილისთვის და დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის, დაჯილდოვებული ვარ მაღალი ჯილდოთი - ალექსანდრე ნეველის ორდენით. სამშობლოს საკეთილდღეოდ სამსახურში ჩემი მოკრძალებული ღვაწლის ასეთი შეფასება ჩემთვის დიდი პატივია. უზომოდ ვამაყობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო მივიღე უზენაესი მთავარსარდლის ხელიდან, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ლიდერისა და ჭეშმარიტი პატრიოტის ნათელი მაგალითია!

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი ქვეყანა რთულ პერიოდს გადის. არსებობს მუდმივი ზეწოლა, რომ გაანადგუროს ის, რითაც ჩვენ უზომოდ ვამაყობთ. მტერი ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა და განდევნოს ჩამოყალიბებული ტრადიციული ღირებულებები, ჩაანაცვლოს ისინი თავისი, სავარაუდოდ, თანამედროვე იდეალებით. თუმცა, ამ მცდელობებს აქამდე წარმატებული შედეგი არ მოჰყოლია, რადგან სამშობლოს იცავენ მისი მამაცი შვილები, ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამას არ დაუშვებენ...

თავის მხრივ, შემიძლია დავარწმუნო უზენაესი მთავარსარდალი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მუშაობის ტემპის შენელებას.უფრო მეტიც, მსოფლიოში არსებული ვითარება და არამეგობრული ქვეყნების აგრესიული დამოკიდებულება გვაიძულებს გავაორმაგოთ ძალისხმევა ქვეყანაში სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს პრეზიდენტს ჯილდოსთვის და ნდობისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ლიდერით ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, რადგან მისი პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ხალხის კეთილდღეობაზე." ,- წერს კადიროვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი