
ირანმა დააკავა სადაზვერვო სააგენტო "მოსადის" თანამშრომლები, რომლებიც ქვეყანაში ტერაქტს გეგმავდნენ.
დაზვერვის სამინსიტროს განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია ევროპაში მოსადის „ხელმძღვანელის“ შესახებ, რომელსაც ის უახლოეს მომავალში გაავრცელებს. ასევე, მათი თქმით, დააპატიმრეს ყველა ოპერატორი, მათ რაოდენობას არ აკონკრეტებენ.
„სიონისტური კრიმინალური რეჟიმი, ბოლო კვირების განმავლობაში ირანის რამდენიმე რაიონში მომხდარი არეულობებით, განზრახული ჰქონდა რამდენიმე ჰიბრიდული ტერორისტული ოპერაციის ჩატარება ოპერატიული ჯგუფების ხელმძღვანელობით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.